ADOBE PHOTOSHOP — ის კურსი (კურსის შეძენა შესაძლებელია ნებისმიერ დროს)
700 ლარი
სურათების დამუშავება არის ძალიან მნიშვნელოვანი ხარისხიანი ნამუშევრის მისაღებად, ამ კურსში შევკრიბე ჩემი ყველა ხრიკი რასაც ვხმარობ ყოველდღიურად სურათების დამუშავებისას
რა შედის:
- Adobe Lightroom — raw ფორმატის სურათებიდან ფერების გამოყვანა. რა დროს ვიყენებ ამ პროგრამას
- Camera Raw- raw ფორმატის სურათებიდან ფერების გამოყვანა.
- Actions — ექშენის შექმნა.
- Adobe photoshop- ინსტრუმენტები, განვიხილავთ ყველა იმ ინსტრუმენტს რასაც გამოვიყენებთ კურსის ფარგლებში.
- რას ნიშნავს ფენები (layers) და მათი მნიშვნელობა.
- მნიშვნელოვანი გაკვეთილი: Adobe photoshop და camera raw ის ფერთა სივრცის პარამეტრების დაყენება
- ფოტოების რედაქტირების 1 ეტაპი- “healing brush”
- Dodge & burn
- სურათის სიხშირეზე დაყოფა და ტექსტურასთან მუშაობა. Frequency separation.
- მიქს ფუნჯი.
- ფონის გასუფთავება, კადრირება და ზედმეტი დეტალების გაქრობა
- ხელოვნური ინტელექტი (ფოტოშოფის ნეიროქსელი და პლაგინები)
- როგორ გავაქროთ პატარა თმები სახის კანიდან/ თმების გასწორება.
- როგორ დავამატოთ ფაქტურა კანზე.
- როგორ დავამატოთ მოცულობა და ბზინვარება სახის კანზე.
- მანიკურის შესწორება.
- შავ-თეთრი ფოტო.
- სურათის დამუშავება 0 დან გამოქვეყნებამდე- ახლო კადრი.
- სურათის დამუშავება 0 დან გამოქვეყნებამდე- საშუალო კადრი.


სტუდიური განათების და პოზირების მასტერკლასი (ნოემბერი 2026)
600 ლარი
სტუდიური განათების და პოზირების მასტერკლასი ტარდება წელიწადში 2 ჯერ ფოტოგრაფებისთვის, ვისაც სურს გააუმჯობესოს ნამუშევრები, შემმატოს პორთფოლიოს ახალი დახვეწილი კადრები.
რა შედის:
- 3 საათი თეორია (განათება, სტუდიის აღჭურვილობა ა-დან ჰ-მდე, პოზინგი, განვითარების ხერხები)
- 5 საათი პრაქტიკა
- 2 პროფესიონალური მოდელი
- 4 განსხვავებული “ვაუ” ლუქები ბრენდებისგან
- 4 განათების სქემა პრაქტიკაში
- უალკოჰოლო სასმელები/ სნექები
- ფოტოგრაფების ძალიან მყუდრო და ვაიბური 8 საათიანი შეხვედრა
ფოტო -კურსი 0 დან ტარიფი სტანდარტი (შეძენა შესაძლებელია სექტემბრიდან)
2500 ლარი
ონლაინ გაკვეთილები + 2 პირადი პრაქტიკული გაკვეთილი (1 სტუდიაში/ 1 გარე ლოკაციაზე)
ჩემს ონლაინ კურსში გასწავლით ფოტოგრაფიას 0 დან პროფესიონალურ დონემდე, კურსში შედის შემდეგი მოდულები:
1 მოდული: “ფოტოგრაფიის ტექნიკური მხარე”
2 მოდული: “გაყიდვადი პორთფოლიო და ფოტოგრაფის შემოსავალი”
3 მოდული: “სტუდიური გადაღება ა-დან ჰ-მდე”
4 მოდული: “პირადი ბრენდი და ცნობადობა”
5 მოდული: " დამუშავება Adobe Photoshop + Adobe Lightroom”
რას მიიღებთ კურსის გავლისას? :
- შეისწავლით ფოტოგრაფიის ფუნდამენტს და გაიგებთ ტექნიკურ მხარეს, გაერკვევით ფოტოაპარატებში, ლინზებში, გაიგებთ თუ როგორი განათებები არსებობს, გაეცნობით კომპოზიციის წესებს
- ჩამოაყალიბებთ თქვენ სტილს, ისწავლით თქვენი თავის წარმოჩენას და გაიგებთ თუ როგორ გაყიდოთ მომსახურეობა ადვილად
- ისწავლით კომერციულო სქემებთან მუშაობას, გაიგებთ თუ როგორ გადაიღოთ “ვაუ” ეფექტის ფოტოები. ისწავლით პოზირების წესებს და ხრიკებს
- ჩამოაყალიბებთ ფასებს, შექმნით მომხმარებლის ნაკადს, განავითარებთ პირად ბრენდს
- გახდებით ფოტოგრაფი, რომელსაც ცნობენ და რომელიც მომთხოვნადია
- კურსის ბოლოდ გადმოგეცემათ სერთიფიკატი

ფოტო -კურსი 0 დან ტარიფი Vip (შეძენა შესაძლებელია სექტემბრიდან)
3500 ლარი
ონლაინ გაკვეთილები (იგივე რაც სტანდარტულ ტარიფში) + 5 პირადი პრაქტიკული გაკვეთილი (2 სტუდიაში/ 2 გარე ლოკაციაზე/ 1პრაქტიკული adobe photoshop-ის)
ვხდები თქვენი ფოტოგრაფიის მეგზური 3 თვის განმავლობაში და ნაბიჯ-ნაბიჯ მოგყვებით ყველა საკითხში.



